MediClub Georgia and the Georgian Hair Research Society (GHRS) offer a one-day course in Trichology. January 31, 2026.
სებორეული დერმატიტი არის კანის ანთებითი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბ სეკრეციასთან.
რა უნდა ვიცოდეთ სებორეული დერმატიტის შესახებ:
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი უცნობია, ვარაუდობენ, რომ კანზე არსებული ნორმალური მიკროორგანიზმი Malassezia ovale გარკვეულ როლს თამაშობს მის განვითარებაში.
სებორეული დერმატიტი უფრო ხშირია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, ასევე გარკვეული ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებში.
სებორეული დერმატიტის სიმპტომები:
იწვევს ზოგჯერ ქავილს, ქერტლს და ცხიმიან, ყვითელ ქერცლებს სკალპზე (თავის თმიან არეში) და სახეზე. ქავილი შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობის.
დაავადების მძიმე ფორმების დროს, თმის ზრდის ხაზის გასწვრივ, ყურების უკან, წარბებზე, იღლიებში, ცხვირის ხიდზე და ცხვირის ნაოჭებში ჩნდება მოყვითალო-წითელი ფერის ქერცლებით დაფარული მცირე ზომის გამონაყარი (პაპულები).
შესაძლებელია განვითარდეს მარგინალური ბლეფარიტი (ქუთუთოების კიდეების ანთება) მშრალი, ყვითელი ქერცლებით და ასევე კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სებორეული დერმატიტი არ იწვევს თმის ცვენას.
ახალშობილებში შეიძლება გამოვლინდეს სქელი, ყვითელი ქერქები სკალპზე, რომელსაც "რძის ქუდი" ეწოდება.
სებორეული დერმატიტის მართვა მიზნად ისახავს სიმპტომების შემსუბუქებას და კანის გარეგნობის გაუმჯობესებას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სპეციალურ შამპუნებს, კრემებს და სხვა საშუალებებს, რომლებსაც ექიმი დანიშნავს.