MediClub Georgia and the Georgian Hair Research Society (GHRS) offer a one-day course in Trichology. January 31, 2026.
ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც გვხვდება როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.
რა უნდა ვიცოდეთ ანდროგენული ალოპეციის შესახებ:
დაავადების სიხშირე და სიმძიმე ასაკთან ერთად იზრდება.
70 წლისთვის მამაკაცების დაახლოებით 80%-ს და ქალების 42%-ს აღენიშნება ანდროგენული თმის ცვენა.
მამაკაცებში პირველი ნიშნები ხშირად მოზარდობის ასაკში ჩნდება.
ქალებში ყველაზე მეტად გამოხატულია მოზარდობისა და მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.
მიზეზი მრავალფაქტორიანია და გენეტიკურ წინასწარგანწყობას უკავშირდება.
როგორ ვითარდება თმის ცვენა მამაკაცებში:
მამაკაცებში ანდროგენული ალოპეცია ანდროგენებზე (მამაკაცის სასქესო ჰორმონებზე) არის დამოკიდებული.
თმის ძირები ხდება უფრო მგრძნობიარე დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) მიმართ.
ეს იწვევს თმის ზრდის ფაზის (ანაგენი) შემოკლებას და სრულფასოვანი თმის ღერების წვრილ, ღინღლისებრ თმად გარდაქმნას (მინიატურიზაცია).
მამაკაცებში თმის ცვენა უპირატესად გენეტიკურია.
როგორ ვითარდება თმის ცვენა ქალებში:
ქალებში ანდროგენული ალოპეციის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ნაკლებად არის ცნობილი.
ვარაუდობენ, რომ ადრეულ და გვიან ასაკში გამოვლენილ თმის ცვენას შესაძლოა განსხვავებული გენეტიკური მახასიათებლები ჰქონდეს.
ასევე გაურკვეველია, რამდენად არის დამოკიდებული ქალებში თმის ცვენა ანდროგენებზე. შესაძლოა, დაავადების განვითარებაში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობენ.
თმის ცვენის ტიპები:
კლინიკურად ანდროგენული ალოპეცია გამოიყოფა მამაკაცის და ქალის ტიპად.
იშვიათად, მამაკაცებს შეიძლება აღენიშნოთ ქალის ტიპის თმის ცვენა და პირიქით.
მამაკაცის ტიპის თმის ცვენა:
ახასიათებს თმის ცვენა შუბლის მიდამოში და თავის ზედა ნაწილში (გვირგვინი).
ხშირად გამელოტებული უბნები ერთიანდება და თმიანი რჩება მხოლოდ კეფისა და საფეთქლების არე.
მამაკაცების დაახლოებით 5%-ს თმის ცვენა ეწყება დიფუზურად (თანაბრად) თხემის მიდამოში, ხოლო შუბლის წინა ხაზი შენარჩუნებულია, რაც ქალის ტიპის ცვენას ჰგავს.
მამაკაცის ტიპის ანდროგენული ალოპეციის კლასიფიკაცია არსებობს ჰამილტონის და ნორვუდის სკალების მიხედვით, რომლებიც სიმძიმის ხარისხს განსაზღვრავენ.
ქალის ტიპის თმის ცვენა:
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებში თმის ცვენა იწყება დიფუზურად თხემსა და შუბლის მიდამოში, წინა თმის ხაზის შენარჩუნებით.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თმის ცვენის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად.